• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 6 სახლი აშენდება

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის ხელმძღვანელობით, მერიის საკონფერენციო დარბაზში, სახლდაზიანების სოციალური პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. მანუჩარ რობაქიძის თქმით, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 6 სახლი აშენდება.
კომისიამ პროგრამის ბენეფიციარები კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე შეარჩია. მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
სახლდაზიანების სოციალური პროგრამა თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2019 წლიდან მოქმედებს და ახალი საცხოვრებლით უკვე სოციალურად დაუცველი 49 ოჯახი დაკმაყოფილდა.
#