• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბავშვიან ოჯახებს საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადაეცა

თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბავშვიან ოჯახებს საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადაეცა.
მუნიციპალიტეტის მერი -მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან - დავით გოგბერაშვილთან ერთად ,დღეს , სოფელ ალისუბანსა და თუზში ორ ბენეფიციარს ესტუმრა და საოჯახო ტექნიკა პირადად მიუტანა.
ხელმძღვანელი პირები ბავშვიან ოჯახებს სამომავლოდაც დაჰპირდნენ მხარდაჭერას .
აღნიშნული პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს დაეხმაროს პირველადი მოხმარების ნივთების შეძენაში.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერისა და გაძლიერების პროგრამა უკვე მეორე წელია აქტიურად ხორციელდება.
#