• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტში მორიგი სოციალური აქცია განხორციელდა

    ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერისა  და გაძლიერების  პროგრამის ფარგლებში,  დღეს, 18 მარტს, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მორიგი სოციალური აქცია განხორციელდა.

შეჭირვებული და შშმ ბავშვიანი ოჯახების დასახმარებლად,

მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ბავშვთა დაცვის და ზრუნვის განყოფილების ორგანიზებით , ოჯახებს  5500 ლარის საყოფაცხოვრებო ნივთები შეუძინეს.

    თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ , რამდენიმე ოჯახს საჭირო ტექნიკა და ავეჯი პირადად მიუტანა ადგილზე , საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გოგბერაშვილთან ერთად.

   გასულ წელს  ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერისა  და გაძლიერების  პროგრამით,  ადგილობრივი ბიუჯეტიდან  22 000 ლარამდე დაიხარჯა.

#