• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მორიგი აქცია გაიმართა

#დაიცავიშენიქალაქი
#ერთადვიზრუნოთგარემოზე

♻️თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის #ლაშა _გოგიაშვილის ინიციატივით ქალაქ თერჯოლასა და მის შემოგარენში, კერძოდ ავტობანის მიმდებარე ტერიტორიაზე ინტენსიურად მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები.

♻️გზის განაპირა ადგილებზე ხდება ხეების დაზიანებული ნაწილის, გამხმარი ტოტების მოცილება, ფერდობზე ჯაგნარის გაკაფვა და ნარჩენების გატანა.

♻️სამუშაოების მიზანია კეთილმოწყობილი, სუფთა, გარემოს შენარჩუნება და არსებული მწვანე ნარგავების სიცოცხლისუნარიანობის ამაღლება.

♻️დასუფთავების სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლების, სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების მასშტაბური პროგრამის ფარგლებში ჩართული ბენეფიციარების, ასევე ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ერთობლივი მუშაობით განხორციელდა.

#