თერჯოლის მუნიციპალიტეტში მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა
თერჯოლის მუნიციპალიტეტში მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა. აქცია მიზნად ისახავდა ჯანსაღი გარემოს შექმნასა და შენარჩუნებას, ასევე ამ მიმართულებით ადამიანთა
ცნობიერებისა და პასუხისმგებლობის ამაღლებას.
აღნიშნულ ღონისძიებაში თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებსა და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად ბაზაძე ჩაერთო.
დასუფთავების აქციის შედეგად შეგროვებული ნარჩენების გატანა ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურმა უზრუნველყო.
თერჯოლის მერია ინტენსიურად უწყობს ხელს მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი ღონისძიებების ჩატარებას.