თერჯოლის მუნიციპალიტეტში ლატვიის რესპუბლიკის, ვალმიერას მხარის დელეგაცია იმყოფებოდა.
სტუმრები თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, მანუჩარ რობაქიძემ, მერის მოადგილემ, მირზა ქოჩიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ბარათაშვილმა მიიღეს.
მათი ვიზიტის მიზანი მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის განვითარებაა. შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს მუნიციპალიტეტების საქმიანობას, ახალ გამოწვევებსა და მნიშვნელოვან საკითხებს, რომლის განხორციელებაც ერთობლივი ჩართულობითაა შესაძლებელი.
ხელმძღვანელმა პირებმა სტუმრებს მადლობა გადაუხადეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს, ასევე გამოცდილება გაუზიარეს ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებით საქმიანობაში, რაც ორ მუნიციპალიტეტს შორის წარმატებისა და განვითარების მომტანია.
შეხვედრაზე თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულო თანამშრომლები ესწრებოდნენ, რომლებმაც დელეგაციის წევრებთან ერთად წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, თერჯოლის მერის, ლაშა გოგიაშვილის ხსოვნას.