• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დასკვნით ეტაპზეა

✅საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფონდის დაფინანსებით თერჯოლის მუნიციპალიტეტში პროექტების განხორციელება დასკვნით ეტაპზეა.

🔶დღეს, მიმდინარე სამუშაო პროცესებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, მირზა ქოჩიაშვილი , ქალაქ თერჯოლის მაჟორიტარ დეპუტატთან ელისო მურადაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან დავით გოგბერაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.

🔹დასკვნით ეტაპზეა ქალაქ თერჯოლაში მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ ამფითეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

🔸პროექტის ფარგლებში, ამ დროისთვის დასრულებულია სასეირნო ბილიკებისა და დასასვენებელი სკამების მოწყობა, ხოლო აქტიურ ფაზაშია ამფითეატრისა და მიმდებარე ტეროტორიაზე არსებული შენობების სახურავების რეაბილიტაცია.

🔹გარდა ამისა, წარმატებით ხორციელდება სოფელ ძევრში, მდ. ძევრულას კარსტულ ხეობაში რეკრეაციული ზონის მოწყობა.

🔸პროექტის ფარგლებში დასრულებულია საგვარჯილეს მიმდებარე ტერიტორიაზე გაბიონებისა და მდ.ძერულაზე გადასახედების მოწყობა.

🔹პარალელურად მიმდინარეობს საპიკნიკე ფანჩატურების, გამოქვაბულებამდე მისასვლელი ბილიკის მშენებლობა.

🔸სამუშაო შეხვედრას მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, გოდერძი თურქაძე, ასევე ძევრის, ჩხარისა და გოგნის მაჟორიტარი დეპუტატი, მანუჩარ ფანჩულიძე ესწრებოდნენ.

✅თერჯოლაში, სრიგპ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარე წელს დასრულდება.

#