• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის მიზნით, დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, ლაშა გოგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ბარათაშვილთან ერთად სოფელ თავასაში იმყოფებოდა.

🟢სამუშაო შეხვედრას, მერის მოადგილეები, მანუჩარ რობაქიძე და მირზა ქოჩიაშვილი , ასევე საზანოსა და თუზის მაჟორიტარი დეპუტატი, დავით გოგბერაშვილი შეუერთდნენ.

🛣️🛣️საგზაო ინფრასტრუქტურის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს თავასა-თუზის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოები.

🛣️🛣️ #ამ_დროისთვის ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი მოიცავს, 5 კმ-იანი გზის არმირებული ბეტონის საფარისა და სანიაღვრე არხების მშენებლობას. პარალელურად, რეაბილიტაცია ჩაუტარდა რამდენიმე სოფელს შორის დამაკავშირებელ საავტომობილო ხიდს, რომლის დასრულების შემდეგ გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდა.

🟢გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ჯეო როუნდ ინვესტი“ ახორციელებს.

🟢დღესვე, ხელმძღვანელმა პირებმა, სოფელ ზედა საზანოს საბავშვო ბაღის დასრულებული იერსახე დაათვალიერეს.

🟢პროექტის ფარგლებში , თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი საბავშვო ბაღი აშენდა, სადაც 100-მდე აღსაზრდელი სკოლამდელ განათლებას თანამედროვე და უსაფრთხო გარემოში მიიღებს.შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, ასევე დაცულია ბავშვთა უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა სტანდარტი.გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყო საბავშვო ბაღის ეზოც.

🟢 ბაღის სამშენებლო სამუშაოებს, რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მტმ“ ახორციელებდა, რომლის ღირებულება 944483 ლარია.

🟢თერჯოლის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო მიმართულებით სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც მიმდინარეობს;

👉#აქტიურ_ფაზაშია, ქალაქ თერჯოლაში მე-3 საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები;
👉#დაიწყო სოფელ ვარდიგორის საჯარო სკოლის მეორე კორპუსის სამშენებლო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება შენობის სახურავსა და საკლასო ოთახებს.

სამუშაო შეხვედრაზე, ხელმძღვანელ პირებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ; თუზის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, მამუკა გოგბერაშვილი, ასევე საზანოს ადმინისტრაციულ ერთეულში, მერის წარმომადგენელი, გიორგი ჩუბინიძე.

#