• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, პორტატული კომპიუტერი 46-მა მოსწავლემ მიიღო

💻 👩🏻‍💻თერჯოლის მუნიციპალიტეტში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, პორტატული კომპიუტერი 46-მა მოსწავლემ მიიღო.

💻🧑🏻‍💻 დღეს თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, საჯარო სკოლების საბაზო საფეხურის წარმატებულ მოსწავლეებს კუთვნილი კომპიუტერები, თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, მირზა ქოჩიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ჯემალ ისაკაძემ რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, ქეთევან შეყრილაძესთან ერთად გადასცეს.

💬 ,,მინდა თითოეულ თქვენგანს მოგილოცოთ ეს დიდი წარმატება და სიმბოლური ჯილდო, რომელიც დიდი შრომისა და მონდომების დამსახურებაა. მოხარული ვარ, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში ამდენი წარმატებული და გონიერი მოსწავლეა. მჯერა თქვენს ცოდნასა და გამოცდილებას ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის მომართავთ“ - მერის მოვალეობის შემსრულებელი, მირზა ქოჩიაშვილი.

#