• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა

 18 მაისი ქართული ეროვნული სამოსის დღეა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით  ქალაქში კულტურულ-გასართობი ღონისძიებები გაიმართა. კოსტუმირებული ღონისძიება  ქალაქის ცენტრში ,მერიის ადმინისტრაციული  შენობის წინ  მოეწყო. აქვე გამოფენილი იყო ეროვნული სამოსი, ეთნოგრაფიული და  ტრადიციული ნივთები.


 ღონისძიებაში  მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტში მოქმედი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები,სიქთარვის საჯარო სკოლა და კერძო სკოლა ,,მზეკაბანი-2007" . ეროვნული სამოსის დღე თერჯოლელებს მიულოცეს მუნიციპალიტეტის მერმა,მანუჩარ რობაქიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე,გიორგი ბარათაშვილმა.

.

საქართველოში ეროვნული სამოსის დღე 2016 წელს დაწესდა, რომლის მიზანია ქართული კულტურის პოპულარიზაცია და ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანა.


#