• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა სხვადასხვა სახის დაზიანება გამოიწვია

🔻სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილე მირზა ქოჩიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, დავით გოგბერაშვილი და ჯემალ ისაკაძე იმ ოჯახებში იმყოფებოდნენ, რომლებმაც სტიქიის შედეგად ზიანი მიიღეს.ხელმძღვანელი პირები არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ და ოჯახებს შესაბამისს დახმარებას დაჰპირდნენ.

🔻თერჯოლის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად წაიქცა ხეები, დაზიანდა ელექტროენერგიის ბოძები, შენობებსა და კერძო სახლებს გადაეხადა სახურავები.

🔻მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის, მანუჩარ რობაქიძის დავალებით, დილიდან მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და შეფერხებების აღმოფხვრის მიზნით, ადგილზე სხვადასხვა ღონისძიებები ხორციელდება. ასევე მუნიციპალიტეტებში შექმნილია სპეციალური ჯგუფები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ადგილზე გადიან და აწარმოებენ ზარალის დათვლას.

📣📣შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის მერიის სამუშაო ჯგუფი სრულ მზადყოფნაშია, რათა საჭიროების დროს, დაუყოვნებლივ გავიდნენ შემთხვევის ადგილზე და სათანადო დახმარება გაუწიონ მოსახლეობას.

📌გარდა ამისა მუნიციპალიტეტებში ამოქმედებულია ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ პრობლემის შემთხვევაში დარეკონ;

☎️️ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში -112;
☎️️თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, მირზა ქოჩიაშვილი -577 390 560
☎️თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, გოდერძი თურქაძე- 555 503 110

#