• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის გადასახური მასალის დარიგება გრძელდება

✅თერჯოლის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის გადასახური მასალის დარიგება უკვე დაიწყო.

🚛🚚დაზიანებული სახურავების დემონტაჟისა და მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, მოსახლეობას საჭირო მასალები ადგილზე გადაეცათ.

👤👥მიმდინარე პროცესში მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილე, მირზა ქოჩიაშვილი საკრებულოს წევრები და დგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ჩაერთნენ, დაზარალებულ ოჯახებს გაესაუბრნენ და გვერდით დგომას დაჰპირდნენ.

🔷თერჯოლის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად გარკვეული სახის პრობლემები შეიქმნა, კერძოდ ; 113-მდე შენობა-ნაგებობასა და კერძო სახლს გადაეხადა სახურავი.

🔷მერიის სამუშაო ჯგუფის მიერ მოხდა ზარალის აღრიცხვა და დათვლა, ასევე დაიგეგმა შემდგომი ღონისძიებები, იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც სტიქიამ გამოიწვია.

🔊🔊შეგახსენებთ, რომ პრემიერის გადაწყვეტილებით დაუყოვნებლივ იქნა გამოყოფილი თანხები, რომელიც უზრუნველყოფს ზარალის ანაზღაურებას.

✅სამუშაო შეხვედრას ძევრი, ჩხარისა და გოგნის მაჟორიტარი დეპუტატი, მანუჩარ ფანჩულიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ჯემალ ისაკაძე და საკრებულოს წევრი, ბიძინა ბუცხრიკიძე შეურთდა.

#