🍀☘️თერჯოლის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მორიგი აქცია გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს ჯანსაღი გარემოს შექმნასა და შენარჩუნებას, ასევე ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერებისა და პასუხისმგებლობის ამაღლებას.
🛣️🛣️დასუფთავების აქცია, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი საერთაშორისო და საქალაქთაშორისო საავტომობილო გზების მიმდებარედ მცირე ჯგუფების მონაწილეობით ჩატარდა.
👤👥გარემოსდაცვით ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილე , მირზა ქოჩიაშვილი და საკრებულოს წევრები შეუერთდნენ.
☘️☘️ხელმძღვანელ პირებთან ერთად აქციაში მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპების თანამშრომლები, ასევე სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების მასშტაბური პროგრამის ფარგლებში, ჩართული ბენეფიციარები და მოხალისეები მონაწილეობდნენ.
🚚🚛აქციის შედეგად შეგროვებული ნარჩენების გატანა ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურმა უზრუნველყო.
☘️☘️თერჯოლის მერია, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი ღონისძიებების ჩატარებას.