• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

🏠🏠თერჯოლის მუნიციპალიტეტში ახალ წელს ცხრა სოციალურდ დაუცველი ოჯახი ახალ გარემოში შეხვდება.



👤👥იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან მანუჩარ რობაქიძესთან, მერის მოადგილესთან, მირზა ქოჩიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ბარათაშვილთან ერთად, თერჯოლაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს საცხოვრებელი სახლი გადასცა.

🗣️🗣️,,სოციალური მიმართულებით, თერჯოლაში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივ ბიუჯეტში ,,სახლდაზიანების“ პროგრამის ეფექტური მუშაობისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა , რომლის ფარგლებში #ცხრა სოციალურად დაუცველი ოჯახი ახალ წელს ახალ გარემოში შეხვდება. ძალიან მახარებს, როდესაც მათ ბედნიერ სახეებს ვხედავ . ისინი ცხოვრებას თბილ, კომფორტულ და კეთილმოწყობილ გარემოში გააგრძელებენ. თითოეულ თქვენგან მინდა გულითადად მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი , გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, წინსვლასა და გაძლიერებას, მჯერა რომ ახალი წელი კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობებისა და წარმატების მომტანი იქნება ჩვენი თერჯოლისთვის.“-მერის მოვალეობის შემსრულებელი მანუჩარ რობაქიძე.

🏠🏠თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის მცირე ფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობას ან/და შეძენას, რომელთა საცხოვრებელი სახლები დაზიანების მასშტაბის გამო ექვემდებარება დემონტაჟს.

🏠🏠მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი შესაბამისმა კომისიამ შეისწავლა და გადაწყვეტილება დეტალური განხილვის შედეგად მიიღო.

👤👥შეხვედრას ზედა საზანოსა და თუზის მაჟორიტარი დეპუტატი, დავით გოგბერაშვილი, სიქთარვა-ახალთერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი, ჯემალ ისაკაძე, ბარდუბნისა და ეწრის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ვერულაშვილი, საკრებულოს წევრი, ბიძინა ბუცხრიკიძე და საქართველოს პარლამენტის წევრის, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომელი,ზვიად გვადიბაძე ესწრებოდნენ.

#