• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ქვეყანა დღეს, #9აპრილს დაღუპულებს და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას იხსენებს.
36 წლის წინ რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა არმიამ მშვიდობიანი მიტინგი ორლესული ნიჩბებით და მომწამვლელი აირით სასტიკად დაარბია, დაიღუპა 21 ადამიანი. ტრაგიკული მოვლენებიდან 2 წლის შემდეგ კი უზენაესმა საბჭომ, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 9 აპრილთან დაკავშირებით ქ.თერჯოლაში, გვირგვინით შეამკო 9 აპრილს გარდაცვლილთა სახელობის მემორიალი, სასულიერო პირებმა კი მათი სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს.
დღესვე, თერჯოლის ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა ძევრში არსებულ მემორიალიც შეამკეს გვირგვინით , ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში დაღუპულთა პატივსაგებად.
ამ დღესთან დაკავშირებით,მოეწყო მოკრძალებული ლიტერატურული კომპოზიციაც.
#