• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, 26მაისი -საზანოს დამაკავშირებელი გზა ეწყობა

თერჯოლის მუნიციპალიტეტში,  ორი სოფლის, 26 მაისი - საზანოს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია   მიმდინარეობს .

საზანოს ადმინისტრაციულ ერთეულში , ამ ეტაპზე  გზის   მშენებარე მონაკვეთზე  არმირებული ბეტონის საფარი ეწყობა.

 სოფელ 26 მაისში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესი ადგილზე დაათვალიერა მუნიციპალიტეტის მერმა-მანუჩარ რობაქიძემ, მისი განცხადებით - ,, აღნიშნული საგზაო მონაკვეთის მოწყობა  უმნიშვნელოვანესია ,რადგან ამ გზით ორი სოფელი სარგებლობს და ყოველდღიურ რეჟიმში  ათეულობით ადამიანი გადაადგილდება,პროექტის დასრულების შემდეგ კი  მოსახლეობა ,მარტივად და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეძლებს  მოძრაობას“.

 საგზაო პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან,ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება,მისი საერთო  ღირებულება 315 000 ლარია.სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ჯეო როუდ ინვესტი“.

შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე  და ზედა საზანოს  დეპუტატი -დავით გოგბერაშვილი, საკრებულოს წევრი კობა კაცაძე  და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

#