• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2025 წლის 30 ოქტომბერს მექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა

🇬🇪🇬🇪 თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომა თერჯოლის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ნაზი სირაძემ გახსნა, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ისაუბრა, ასევე წარმოადგინა ოქტომბრის არჩევნების მონაცემები და შემაჯამებელი ოქმი.
🔹სხდომაზე საკრებულოს წევრებმა აირჩიეს დროებითი სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიები.
🔹 ახალი საკრებულო 35 დეპუტატისგან შედგება.
🔹 სხდომაზე, უმრავლესობის წარდგინებით, ფარული კენჭისყრის საფუძველზე, საკრებულოს თავმჯდომარედ სოსო ჩაფიჩაძე აირჩიეს.
თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩეულ იქნა დავით გოგბერაშვილი, ხოლო მოადგილეებად: ჯემალ ისაკაძე და სერგი ჯიხვაშვილი.
🔹 ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე აირჩიეს ბადრი ბუცხრიკიძე;
🔹საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ - ზურაბი ჩხიკვაძე;
🔹იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ - ბიძინა ბუცხრიკიძე;
🔹ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ - ლაშა ლანჩავა;
🔹კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე - ნინო ოქრუაძე;
🔹თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიქმნა ორი ფრაქცია: „ქართული ოცნება-დემოკრატიული-საქართველო“ და „ხალხის ძალა“.
ფრაქციის ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარედ გოჩა ვერულაშვილი აირჩიეს.
ფრაქციის ,,ხალხის ძალა’’ თავმჯდომარე გახდა ომარ ჯიხვაშვილი.
#