თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარში დედის დღე აღინიშნა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად , სოფელ ჩხარში დედის ძეგლი ყვავილებით შეამკო და 3 მარტისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
თერჯოლის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, დედის დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი აქტივობები მოეწყო: დედის ძეგლის მიმდებარედ მოლბერტებზე განთავსებული იყო სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა თემატური ნამუშევრები და ადგილობრივი ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. ჩხარის ცენტრში, ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლების ჩართულობით გაიმართა, დედის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი სახელწოდებით „ჩამჭიდე ხელი“.
ღონისძიებას ჩხარის მცხოვრებლებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები , სასულიერო პირები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ