თერჯოლის მუნიციპალიტეტის სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა.
სკოლების კურსდამთავრებულებს მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ რობაქიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ბარათაშვილმა მიულოცეს და ბოლო ზარის ღონისძიებებს დაესწრნენ.
,, თითოეულ მეთორმეტეკლასელს გილოცავთ თქვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს მოვლენას,სკოლის დამთავრებას.
დღეიდან თქვენთვის საინტერესო და საპასუხისმგებლო ეტაპი იწყება,ახალი გამოცდილებებით,ურთიერთობებით,ცოდნისა და განვითარების ახალი პერსპექტივებით.ახლა უკვე
დამოუკიდებელი ნაბიჯები უნდა გადადგათ ცხოვრების სავალ გზაზე. მინდა წარმატებები გისურვოთ,აგსრულებოდეთ დასახული მიზნები და ყველა მოლოდინი გაგმართლებოდეთ!“ -აღნიშნა მანუჩარ რობაქიძემ.
მუნიციპალიტეტის სკოლების კურსდამთავრებულებს მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმაც მიულოცეს.