• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის, გიორგი ბარათაშვილის ხელმძღვანელობით მორიგი სხდომა გაიმართა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ბარათაშვილი ხელმძღვანელობდა.

 

◾️ დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 6 საკითხის შესახებ იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს: მუნიციპალიტეტის 2022 წლის  ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახული ცვლილებებს შესახებ  ინფორმაცია, ასევე მოისმინეს მუნიციპალიტეტის 2022  წლის ბიუჯეტისკვარტლის შესრულების შესახებ ინფორმაცია და თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ.

 

◾️ ამასთან, მხარდაჭერილია ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მძიმე ჯანმრთელობისა და სოციალურ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებზე მედიკამენტებით დახმარების 2022 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებთერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის N 29.292201414 განკარგულებაში თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უკიდურესად გაჭირვებული და მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახების საკვები პროდუქტებით დახმარების 2022 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებთერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის N 29.292201413 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

 

◾️ ასევე მოისმინეს ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტექნიკური წყლის მიწოდების გეგმის დამტკიცების და ტარიფის დადგენის, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასურის და აღრიცხვის კვანძის დალუქვისა და მოხსნის აქტის დამტკიცების შესახებთერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2022 წლის 1 ივნისს მიღებული №7 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.

 

აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის, იურიდიულ საკითხთა კომისიის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიისფრაქციაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.

დღევანდელ სხდომას მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

#