თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო
კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე - თემურ ქოჩიაშვილი ხელმძღვანელობდა.
კომისიის წევრებმა, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს
,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის
13 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
სხდომას მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი - ავთანდილ ურიადმყოფელი ესწრებოდა.