• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგით მე-17 სხდომა გაიმართა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ბარათაშვილი ხელმძღვანელობდა.

🔷️ დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 12 საკითხის შესახებ იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს:

1. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 14 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

2. თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახებისათვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საშეშე მერქნის ნატურით- უსასყიდლოდ  გადაცემის   2022 2023   წლების   პროგრამის დამტკიცების შესახებ.

3. თერჯოლის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების ძირითადი საშუალებების გასხვისების და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ.

4. ,,უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებელი ბინის, ქირით უზრუნველყოფის 2022 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის №გ-29.29220148 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

5. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ფენილკეტონურიით და 18 წლამდე დიაბეტით დაავადებულთა ოჯახების 2022 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის №გ-29.29220146 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

6. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის №გ-29.29220144 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

7. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ბენეფიციარების სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის №გ-29.292201411 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

8. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უპატრონო მიცვალებულის სარიტუალო მომსახურების 2022 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის  №გ-29.29221031 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

9. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირველი ჯგუფის უსინათლოთა სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის №გ-29.292201412 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

10. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დიალიზის სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებული ბენეფიციარების სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის №გ-29.29220149 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

11. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების 2022 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის №გ-29.292201416 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

🔷️ ასევე მოისმინეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების შესახებ ინფორმაცია.

აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის, იურიდიულ  საკითხთა  კომისიის,   ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“სა და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.

დღევანდელ სხდომას მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელ მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილე და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

#