• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგით მე-15 სხდომა გაიმართა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ბარათაშვილი ხელმძღვანელობდა.

🔷დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 8 საკითხის შესახებ იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს: მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებთერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 14 დეკემბრის N 21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

🔷ამასთან, მხარდაჭერილია:

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა და პრივატიზაციის გეგმა.

მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ხელშეწუობის მიზნით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის უფლებით უძრავი ქონება გადაეცეს ()იპ თერჯოლის სახელოვნებო განათლების, კულტურისა და ტურიზმის მუნიციპალურ ცენტრს.

,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ეპილეფსიით ან პარკინსონით დაავადებულ ბენეფიციართა  სოციალური დახმარების 2022 წლის  პროგრამის’’ N 29.292201410 და ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წლამდე შშმ პირთა სარეაბილიტაციო მომსახურეობის დაფინანსების 2022 წლის პროგრამის N 29.29220145  განკარგულებებში ასახული ცვლილებები.

🔷️ ასევე მოისმინეს ა(ა)იპ ,,თერჯოლის სპორტული სკოლა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუნიციპალური ცენტრის“ 2021 წლისა და 2022 წლის 1 სექტემბრამდე გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ ინფორმავია.

აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“სა და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.

დღევანდელ სხდომას მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

#