• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგით მე-13 სხდომა გაიმართა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ბარათაშვილი ხელმძღვანელობდა.

🔷️ დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 5 საკითხის შესახებ იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს: თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ (სოფელ ჩხარში მდებარე შენობაში არსებული არასაცხოვრებელი ფართის-50 მ2, სარგებლობის უფლებით, ქირავნობის ფორმით გადაცემის შესახებ.

🔷️ ამასთან, მხარდაჭერილია:

1. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სახლდაზიანებული მოქალაქეების 2022 წლის დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის N 29.29220147 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

2. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურეობის თანადაფინანსების 2022 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის N 29.292201416 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

3. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარების  2022 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის N 29.292201417 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

🔷️ ასევე მოისმინეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტექნიკურ (წყალთან) დაკავშირებით თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტის დამტკიცების შესახებ.

აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის, იურიდიულ საკითხთა კომისიის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის,  ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“სა და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.

დღევანდელ სხდომას მუნიციპალიტეტის მერიმოადგილეები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

#