• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგით მე-10 სხდომა გაიმართა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ბარათაშვილი ხელმძღვანელობდა.

 

დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 4 საკითხის შესახებ იმსჯელეს და მხარი დაუჭირესმუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებსა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ საკითხს.

 

ამასთან, მხარდაჭერილია ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების მოწონებისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მიერ 2021-2024 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულებაში ცვლილების   თაობაზე.

ასევე მოისმინეს  ა(ა)იპ თერჯოლის სახელოვნებო განათლების, კულტურისა და ტურიზმის მუნიციპალური ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში.

 

აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის,  კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის, ფრაქციაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.

 

დღევანდელ სხდომას მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

#