თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2026 წლის 24 ივნისის რიგგარეშე სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დაამტკიცა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძე უძღვებოდა.
🔷 სხდომაზე, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს და მხარი დაუჭირეს საფინანსო - საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ზურაბ ჩხიკვაძის მიერ წარმოდგენილ საკითხს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 24 ივნისის რიგგარეშე სხდომის
დღის წესრიგი:
1. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბერის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-282616674, 15.06.2026 წ.);
მომხს.: ზ.ჩხიკვაძე
🔷 აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, საფინანსო - საბიუჯეტო საკითხთა კომისიის და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.
🔷 საკითხების წარმოდგენის შემდგომ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დეპუტატების შეკითხვებს კომისიის თავმჯდომარეებმა უპასუხეს.
🔷️ სხდომას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილე - ზვიად ბაზაძე და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.