თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2025 წლის 24 დეკემბერს რიგგარეშე სხდომაზე დღის წესრიგით
გათვალისწინებული საკითხები დაამტკიცა.
სხდომას საკრებულოს
თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძე უძღვებოდა.
🔷 სხდომაზე, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს და მხარი
დაუჭირეს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის - ზურაბი ჩხიკვაძის, იურიდიულ
საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ბიძინა ბუცხრიკიძის და ეკონომიკის და ქონების
მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ბადრი ბუცხრიკიძის მიერ წარმოდგენილ საკითხებს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის რიგგარეშე სხდომის
დღის წესრიგი:
1.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2026 წლის პროგრამული ბიუჯეტის
დადგენილების პროექტის, 2026 წლის პროგრამული ბიუჯეტის დანართისა და 2026-2029 წლების
პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვა (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-282533979, 05.12.2025 წ.);
მომხს.:
ა.ურიადმყოფელი
2. ,,თერჯოლის
მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების
შესახებ,, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 4 დეკემბრის №18 დადგენილებაში
ცვლილებების შეტანის თაობაზე (თერჯოლის მუნიციპალიტეტს მერის წერილი
№28-282535774, 23.12.2025 წ.);
მომხს.: ზ.ჩხიკვაძე
3. თერჯოლის მუნიციპალიტეტის
მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ (გამოაცხადოს ელექტრონული აუქციონი მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში არსებულ, სოფელ გოდოგანში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
116602.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან (ს/კ N33.03.40.294) 2000.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის
(წარმოდგენილი საიჯარო ფართობის მდებარეობის სიტუაციური ნახაზის მიხედვით) სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით, 2 (ორი) წლის ვადით გასხვისებაზე (თერჯოლის
მუნიციპალიტეტს მერის წერილი №28-282535672, 22.12.2025 წ.);
მომხს.: ბ.ბუცხრიკიძე
4. თერჯოლის მუნიციპალიტეტის
მერიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი
სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის
თაობაზე (თერჯოლის მუნიციპალიტეტს მერის წერილი №28-28253583, 23.12.2025 წ.);
მომხს.: გ. ბარათაშვილი
5. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თანამდებობის პირთა სარგოები, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების,
თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ’’
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 14 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების
შეტანის თაობაზე;
მომხს.: გ. ბარათაშვილი
6. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელებასთან
დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ” თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
2015 წლის 30 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხს.: გ. ბარათაშვილი
🔷
აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის,
ჯანდაცვისა, სოციალურ საკითხთა კომისიის, იურიდიულ საკითხთა კომისიის, ეკონომიკის
და ქონების მართვის საკითხთა კომისიის და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.
🔷️
სხდომას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.