• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა

     2025 წლის 23 მაისს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ბარათაშვილი ხელმძღვანელობდა.

 

 🔷 სხდომაზე, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს და მხარი დაუჭირეს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ბიძინა ბუცხრიკიძისა მიერ წარმოდგენილ საკითხებს.

 

 

 

 

1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური   საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ;

 

/მომხს: ბ.ბუცხრიკიძე/

 

2. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ;

/მომხს: ბ.ბუცხრიკიძე/

  

3. „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

/მომხს: ბ.ბუცხრიკიძე/

 

4. .თერჯოლაში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობის, სამუსიკო სკოლის (ს/კ 33.09.36.202) ეზოში ვაჟა კუბლაშვილის ბიუსტის განთავსების მიზანშეწონილობის შესახებ.

/მომხს: ბ.ბუცხრიკიძე

 

 

 

🔷️ აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე,  იურიდიულ საკითხთა კომისიის და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.

 

 

🔷️ საკითხების წარმოდგენის შემდგომ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დეპუტატების შეკითხვებს კომისიის თავმჯდომარეებმა უპასუხეს.

#