2024 წლის 26 დეკემბერს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ბარათაშვილი ხელმძღვანელობდა.
სხდომის დაწყებამდე, საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა
რომ მიმდინარე წელს ბოლო სხდომა იმართება და დეპუტატებს, დამსწრე საზოგადოებას და სრულიად
საქართველოს ბედნიერი ახალი წელი უსურვა.
სხდომაზე, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის - თემურ ქოჩიაშვილის,
იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ბიძინა ბუცხრიკიძისა და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - შალვა ჭანკვეტაძის მიერ წარმოდგენილი საკითხები.
დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს დღის წესრიგით წარმოდგენილ ოთხივე საკითხს.
აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, იურიდიულ საკითხთა კომისიის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიისა და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.
საკითხების წარმოდგენის შემდგომ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დეპუტატების შეკითხვებს კომისიის თავმჯდომარეებმა უპასუხეს.
სხდომას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი - მანუჩარ რობაქიძე და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
2024 წლის 26 დეკემბრის
რიგგარეშე სხდომის
დღის წესრიგი:
1. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის
2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუუნიციპალიტეტის საკრებულოს
2023 წლის 13 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; (თერჯოლის მუნიციპალიტეტის
მერის N28-28243611 წერილი, 26.12.2024 წ)
/მომხს.თ.ქოჩიაშვილი/
2. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების ( გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა ) საქმიანობის განხორციელაბასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ” თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხს.ბ.ბუცხრიკიძე/
3. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული
დიალიზის სახელმწიფო პროგრამას
დაქვემდებარებული ბენეფიციარების სოციალური მხარდაჭერის 2024 წლის
პროგრამის დამტკიცების შესახებ’’თერჯოლის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს 2024 წლის 10 იანვრის N
29.29240109 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის
მერის N28-282436080 წერილი, 25.12.2024 წ)
/მომხს.შ.ჭანკვეტაძე/
4. ,,უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებელი
ბინის, ქირით უზრუნველყოფის 2024 წლის პროგრამის
დამტკიცების შესახებ’’ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
2024 წლის 10 იანვრის N 29.29240104 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; (თერჯოლის მუნიციპალიტეტის
მერის N28-282436080 წერილი, 25.12.2024 წ)
/მომხს.შ.ჭანკვეტაძე/