2024 წლის 22 ნოემებრს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ბარათაშვილი ხელმძღვანელობდა.
დღევანდელ სხდომაზე, დღის წესრიგის შესაბამისად განიხილეს
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის - თემურ ქოჩიაშვილის მიერ წარმოდგენილი საკითხი:
1. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის
დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის, 2025-2028 წლის პრიორიტეტების
დოკუმენტის განხილვის თაობაზე;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-282431711 წერილი,
12.11.2024 წ)
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარმე - თემურ
ქოჩიაშვილმა სხდომაზე აღნიშნა, რომ 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს თერჯოლის
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს - 20 500 000 ლარის ოდენობით. კომისიამ მხარი დაუჭირა, ბიუჯეტის
პროექტის უკან დაბრუნებას შემდეგი შენიშვნების გათვალისწინების მიზნით:
1)
გაზრდილ
იქნას ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლები - 50 000 ლარით.
2)
გაზრდილ
იქნას დასახლებული ტერიტორიების დასუფთავების მოსაკრებლები- 50 000 ლარით.
3)
გაზრდილ
იქნას არაფინანსური აქტივებიდან შემოსავალი - 50 000 ლარით.
რიგგარეშე სხდომაზე, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ბიუჯეტის
დაბრუნებასა და კორექტირებას, რაც გულისხმობს ბიუჯეტის მატებას 150 000 ლარით.
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა
- ავთანდილ ურიადმყოფელმა აღნიშნა რომ ბიუჯეტი მომდევნო სხდომაზე შემოვა განახლებული
რედაქციით, რომელიც გაითვალისწინებს თანხის
მატებას რეალური საჭიროებიდან გამომდინარე.
სხდომას მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები
ესწრებოდნენ.
დღის წესრიგი:
1. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის
დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის, 2025-2028 წლის პრიორიტეტების
დოკუმენტის განხილვის თაობაზე;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-282431711 წერილი,
12.11.2024 წ)