2024 წლის 14 ივნისს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე
სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ბარათაშვილი ხელმძღვანელობდა.
დღევანდელ სხდომაზე, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს და მხარი დაუჭირეს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის - თემურ ქოჩიაშვილისა და ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის
თავმჯდომარის - ბადრი ბუცხრიკიძის
მიერ წარმოდგენილ საკითხებს:
1. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 13 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
მომხსენებელი: თემურ ქოჩიაშვილი
2. თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის შესახებ ინფორმაცია;
მომხსენებელი: თემურ ქოჩიაშვილი
3. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების მოწონებისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მიერ 2021-2024 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 14 თებერვლის N გ-29.
2923045001 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
მომხსენებელი: ბადრი ბუცხრიკიძე
4. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ (ქ. თერჯოლა, რუსთაველის ქ. N109 -ში მდებარე მერიის შენობის (ს.კ. 33.09.45.949) პირველ სართულზე არსებული 28.16 ფართი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის უფლებით, 2 (ორი) წლის ვადით გადაეცეს ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს.)
მომხსენებელი: ბადრი ბუცხრიკიძე
აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, ეკონომიკისა და ქონების მართვის
საკითხთა კომისიისა და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.
საკითხების წარმოდგენის შემდგომ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
დეპუტატების შეკითხვებს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ - თემურ ქოჩიაშვილმა და
ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ - ბადრი ბუცხრიკიძემ
უპასუხეს.
დღევანდელ სხდომას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი - მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილეები - ზვიად ბაზაძე და მირზა ქოჩიაშვილი, მერის წარმომადგენელი საკრებულოში - სოსო ჩაფიჩაძე
და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღის
წესრიგის შესაბამისად, განხილული და მხარდაჭერილი საკითხები:
1. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების
შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
2023 წლის 13 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
2. თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში
ასახვის შესახებ ინფორმაცია;
3. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი
საპროექტო წინადადებების მოწონებისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მიერ 2021-2024 წლებში
განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“
თერჯოლის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს 2023 წლის 14 თებერვლის N გ-29. 2923045001 განკარგულებაში ცვლილების შეტანის
შესახებ;
4. თერჯოლის მუნიციპალიტეტის
მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ (ქ. თერჯოლა, რუსთაველის ქ. N109 -ში
მდებარე მერიის შენობის (ს.კ. 33.09.45.949) პირველ სართულზე არსებული 28.16 ფართი
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის უფლებით,
2 (ორი) წლის ვადით გადაეცეს ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს.)