2024 წლის 15 მაისს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ბარათაშვილი ხელმძღვანელობდა.
დღევანდელ სხდომაზე, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს კულტურის, განათლების,
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის - გრიგოლ გიორგაძის
მიერ წარმოდგენილი ერთი საკითხი, ხოლო, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის
თავმჯდომარის - ბადრი ბუცხრიკიძის მიერ წარმოდგენილი ორი საკითხი.
აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიისა და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.
საკითხების წარმოდგენის შემდგომ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მერიის ინიციატივა, ,,წარმატებულ სპორტსმენისა და წარმატებული
მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის,
სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოვებისა და ახალგაზრდული ინიციატივის
დაფინანსების წესში" თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის
N 44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, განმარტა კომისიის თავმჯდომარემ - გრიგოლ
გიორგაძემ. ცვლილება გულისხმობს დასაჯილდოვებელი სპორტსმენების ასაკის დაწევას. 18
წლის ნაცვლად, 14 წლიდან დაჯილდობდებიან წარმატებული სპორტსმენები. ხოლო, ზედა ზღვარი,
26-ის ნაცვლად 30 წლამდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ გაიზარდა ფულადი ჯილდო წარმატებული
სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელისათვის.
მუნიციპალიტეტის მერმა - მანუჩარ რობაქიძემ აღნიშნა,
რომ განხორციელებული ცვლილებები მეტ მოტივაციას
მისცემს მწვრთნელებსა და სპორტსმენებს.
მათი წარმატება კი დადებითად აისახება მუნიციპალიტეტზე.
საკრებულოს თავმჯდომარემ - გიორგი ბარათაშვილმა, მადლობა
გადაუხადა მუნიციპალიტეტის მერს ინიციატივისათვის და იმედი გამოთქვა, რომ ცვლილება
ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტში.
ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის
- ბადრი ბუცხრიკიძის მიერ წარმოდგენილ იქნა მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ორი უძრავი
ქონების უსასყიდლოდ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის საკუთრებაში
უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ, ერთი ნაკვეთი - სოფელ ახალთერჯოლაში ამბულატორიის განთავსების
მიზნით, ხოლო მეორე - სოფელ ეწერში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების
მიზნით გადაეცემა სააგენტოს.
დღევანდელ სხდომას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი საკრებულოში - სოსო ჩაფიჩაძე და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დეპუტატების მიერ განხილული და მხარდაჭერილი საკითხები:
დღის წესრიგი:
1.,,წარმატებულ სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოვებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესში" თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის N 44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
2.თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული (საკუთრებაში არსებული) უძრავი ქონების (მიწის)ს.კ. 33.12.34.494 სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.
3.თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული (საკუთრებაში არსებული) უძრავი ქონების (მიწის) ს.კ. 33.07.37.399 სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.