• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა

2024 წლის 18 იანვარს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ბარათაშვილი ხელმძღვანელობდა.

 

საკრებულოს წევრებმა, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს და მხარი დაუჭირეს 2 საკითხს. ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ბადრი ბუცხრიკიძისა და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ბიძინა ბუცხრიკიძის მიერ წარმოდგენილ იქნა თითო საკითხი.

 

აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის, იურიდიულ საკითხთა კომისიის და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.

 

საკითხების წარმოდგენის შემდგომ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საკრებულოს უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეკითხვებს კომისიის თავმჯდომარეებმა უპასუხეს.

 

დღევანდელ სხდომას მუნიციპალიტეტის მერი-მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილეები - ზვიად ბაზაძე და მირზა ქოჩიაშვილი და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



საკრებულოს სხდომაზე განხილული და მხარდაჭერილი, დღის წესრიგით გათვალისწინებული, 2 საკითხი:

 

1.         თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული (საკუთრებაში არსებული) უძრავი ქონების საკადასტრო კოდი  ს.კ. 33.14.32.159, ს.კ. 33.17.32.069, ს.კ. 33.18.42.116.01.502 სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.

 

2.         ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“  თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 თებერვლის N გ-29.29220471 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

 

 

#