• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ბარათაშვილი ხელმძღვანელობდა.

🔷დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 4 საკითხის შესახებ იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს: ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებთერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 20 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. გარდა ამისა, თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2024 წლის პროგრამული ბიუჯეტისდადგენილების პროექტის, 2024 წლის პროგრამული ბიუჯეტის დანართის და 2024-2027 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის ცვლილება.

ამასთან, მხარდაჭერილია:

,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 11 იანვრის N-29.292301115 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ (სოფელ თუზში, მე -8 ქუჩა №4 -ში მდებარე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (მრავალწლიანი ნარგავები) 5162 კვ.. მიწის ნაკვეთი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით 5 (ხუთი) წლის ვადით გადაცემის შესახებ).

 

🔷აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.

დღევანდელ სხდომას მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილე მირზა ქოჩიაშვილი, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომელი და  ()იპ-ის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

#