• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით გოგბერაშვილი ხელმძღვანელობდა.

🔷დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 7 საკითხის შესახებ იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 20 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

🔷გარდა ამისა, მხარდაჭერილია

1. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სოციალური მხარდაჭერის 2023 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 11 იანვრის №29-292301112 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

2. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური მხარდაჭერის 2023 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 11 იანვრის №29-2923011001 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

3. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დიალიზის სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებული ბენეფიციარების სოციალური დახმარების 2023 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 11 იანვრის №29-29230116 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

4. ,,უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებელი ბინის, ქირით უზრუნველყოფის 2023 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 11 იანვრის №29-292301114 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

5. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 7 დეკემბრის №გ-29.29213418 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

6. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 7 დეკემბრის №გ-29.29213419 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

🔷აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, საფინანსო-საბიუჯეტო  კომისიისიურიდიულ საკითხთა კომისიის, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა  კომისიის,  ფრაქციაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა" და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.

დღევანდელ სხდომას მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ რობაქიძე  და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

 

#