თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე, გიორგი ბარათაშვილი ხელმძღვანელობდა.
დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი სამი საკითხის შესახებ იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს: თერჯოლის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების ნუსხის დამტკიცებისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული(საკუთრებაში არსებული) უძრავი ქონების სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ საკითხებს.
აგრეთვე, ცნობად იქნა მიღებული საკრებულოს გამოკლებული წევრის ამბერკი დოლაკიძის ადგილმონაცვლის ფრიდონ გვენეტაძისათვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ საკითხი.
წარმოდგენილ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე იურიდიულ საკითხთა კომისიის, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიისა და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.
დღევანდელ სხდომას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ