• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე მე-4 სხდომა გაიმართა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ბარათაშვილი ხელმძღვანელობდა.

🔷დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 5 საკითხის შესახებ იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს:

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ.

„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების მოწონებისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მიერ 2021-2024 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიცპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 06 ივლისის N გ-29.29221871  განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საჭიროების მქონე ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერისა და გაძლიერების 2023 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ.

,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 თებერვლის N -გ.29.29220471 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 20 დეკემბრის N 27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

🔷️  აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის, იურიდიულ საკითხთა კომისიის და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.

დღევანდელ სხდომას მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მანუჩარ რობაქიძე და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

#