• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე მე-21 სხდომა გაიმართა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე, გიორგი ბარათაშვილი ხელმძღვანელობდა.

🔷️ დღევანდელ სხდომაზე საკრებულომ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც თექვსმეტი მილიონ ხუთასი ათას (16500.0 ათას) ლარს შეადგენს, ბიუჯეტი მზარდია და წლის განმავლობაში კიდევ მოხდება ბიუჯეტის ცვლილებებ.  

🔷️ გარდა ამისა, მხარდაჭერილია დღის წესრიგით წარმოდგენილი კიდევ ექვსი საკითხი:

,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 14 დეკემბრის N 21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და  მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობის რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დატკიცების შესახებ“ საკითხები.

აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის, იურიდიულ საკითხთა კომისიის, კონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის,   ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“-ს და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.

დღევანდელ სხდომას მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილე, მირზა ქოჩიაშვილი და  მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

#