თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა
გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ბარათაშვილი ხელმძღვანელობდა.
🔷️
დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 4 საკითხის შესახებ იმსჯელეს: ,,თერჯოლის
მუნიციპალიტეტის 2023 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების
პროექტის, 2023 წლის პროგრამული დანართისა და 2023-2026 წლების პრიორიტეტების განხილვის
შესახებ. ასევე მოისმინეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის
2022 წლის ბიუჯეტის ათი თვის შესრულების შესახებ
ინფორმაცია.
🔷️
ამასთან, მხარდაჭერილია:
✅
ქ.თერჯოლაში მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ არსებული სკვერისათვის ლაშა
გოგიაშვილის სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ განკარგულების პროექტი.
✅
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ (თერჯოლის მუნიციპალიტეტსა
და შპს,,მზეკაბანი-2007“-ს შორის გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების
თაობაზე.
✅
აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, ეკონომიკის
და ქონების მართვის საკითხთა კომისიის, იურიდიულ საკითხთა
კომისიის და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.
დღევანდელ სხდომას მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის
შემსრულებელი მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილე, მირზა ქოჩიაშვილი და მერიის შესაბამისი
სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.