• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე მე-18 სხდომა გაიმართა

 თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ბარათაშვილი ხელმძღვანელობდა.

🔷დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 5 საკითხის შესახებ იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს: ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 14 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

🔷ამასთან, მხარდაჭერილია:

1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ; (ქ.თერჯოლაში მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების 1757.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და სოფ.ჭოგნარში მდებარე არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების 1309.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი).

2. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების 2022 წლის  პროგრამის დამტკიცების შესახებ’’თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის  N 29.292201416 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

3. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარების 2022 წლის  პროგრამის დამტკიცების შესახებ’’თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის  N 29.292201417 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

4. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  სახლდაზიანებული მოქალაქეების 2022 წლის  დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ’’თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის  N 29.29220147 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.

დღევანდელ სხდომას მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილე და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

#