თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში
რიგგარეშე სხდომა
გაიმართა, რომელსაც
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი
მოადგილე, დავით გოგბერაშვილი ხელმძღვანელობდა.
🔷️ დეპუტატებმა დღის წესრიგით
წარმოდგენილი 2 საკითხის შესახებ
იმსჯელეს და
მხარი დაუჭირეს:
1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის
ბალანსზე რიცხული (საკუთრებაში არსებული) 2 (ორი)
უძრავი ქონების (მიწის
უძრავი ქონების) სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ
გადაცემის შესახებ, სსიპ - უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მინიციპალიტეტის სოფელ ძევრის
საჯარო სკოლის მშენებლობის მიზნით.
2. თერჯოლის მუნიციპალიტეტის
ბალანსზე რიცხული (საკუთრებაში არსებული) უძრავი ქონება უსასყიდლოდ გადაეცეს საკუთრებაში
სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, შემდგომში ,,სოფლის ექიმების” სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მათი ინფრასტრუქტურული მდგომარეობის
გაუმჯობესების მიზნით.
✅
აღნიშნულ საკითხებზე
საკრებულოს სხდომამდე,
ეკონომიკის და
ქონების მართვის
საკითხთა კომისიის
და
ბიუროს სხდომებზე
იმსჯელეს.