• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე ხსდომა გაიმართა


2024 წლის 24 მაისს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ბარათაშვილი ხელმძღვანელობდა.

 

დღევანდელ სხდომაზე, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის - გრიგოლ გიორგაძის  მიერ წარმოდგენილი საკითხი:

 

თერჯოლის  მუნიციპალიტეტის საჯარო/კერძო  სკოლების  მე-12  კლასის  მოსწავლეების სასწავლო    ექსკურსიის   დაფინანსების შესახებ  პროგრამა.

 

აღნიშნულ საკითხზე საკრებულოს სხდომამდე, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიისა და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.

 

ახალი პროგრამა, რომლის მიხედვითაც თერჯოლის მუნიციპალიტეტის ყველა მე-12 კლასს საექსკურსიოდ განსაზღვრული თანხა გადაეცემათ საჩუქრად, სხდომებზე დეპუტატების მიერ ერთხმად იქნა მხარდაჭერილი.

 

საკითხის წარმოდგენის შემდგომ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

 

დღევანდელ სხდომას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი - მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილეები - ზვიად ბაზაძე და მირზა ქოჩიაშვილი, მერის წარმომადგენელი საკრებულოში - სოსო ჩაფიჩაძე  და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



დღის წესრიგით განხილული და მხარდაჭერილი საკითხი:


თერჯოლის  მუნიციპალიტეტის საჯარო/კერძო  სკოლების  მე-12  კლასის  მოსწავლეების სასწავლო    ექსკურსიის   დაფინანსების შესახებ  პროგრამა.



#