• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2026 წლის 1 ივლისს მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დაამტკიცა.


სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით გოგბერაშვილი უძღვებოდა.



🔷 სხდომაზე, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს და მხარი დაუჭირეს ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ბადრი ბუცხრიკიძის, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ბიძინა ბუცხრიკიძის და ჯანმრთელობის დაცვის და სოცილალურ საკითხთა  საქმეთა კომისიის თავმჯდომარის - ლაშა ლანჩავას მიერ წარდგენილ საკითხებს.


🔷️ აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე,  ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის, იურიდიულ საკითხთა კომისიის, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა  საქმეთა კომისიის, ბიუროსა და ფრაქცია „ქართული ოცნების“  სხდომაზე იმსჯელეს. 


🔷️ სხდომას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები - ზვიად ბაზაძე, მირზა ქოჩიაშვილი  და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2026 წლის 1 ივლისის მორიგი  სხდომის

დღის წესრიგი:


1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის  მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ ( თანხმობა მუნიციპალიტეტის მერს, გამოაცხადოს ელექტრონული აუქციონი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, სოფელ კვახჭირში, მდებარე ერთსართულიან შენობა ნაგებობაში(*საბავშვო ბაღი) არსებული 50 მ2 არასაცხოვრებელი ფართის სარგებლობის უფლებით, იჯარის (ქირა) ფორმით, 2 წლის ვადით გასხვისებაზე) (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-282618085, 29.06.2026 წ);

/მომხს. ბ.ბუცხრიკიძე/

2. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი №28-282618114, 30.06.2026 წ);

/მომხს. ბ.ბუცხრიკიძე/

3. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სახლდაზიანებული ოჯახების 2026 წლის დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 14 იანვრის №გ-29.29260149 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-282618115, 30.06.2026 წ.).

/მომხს. ლ.ლანჩავა/

#