• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2026 წლის 6 მაისს მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დაამტკიცა.

 

ხდომას საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძე უძღვებოდა.

 

 

🔷 სხდომაზე, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს და მხარი დაუჭირეს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის - ზურაბი ჩხიკვაძის, ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ბადრი ბუცხრიკიძის და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ბიძინა ბუცხრიკიძის მიერ წარმოდგენილ საკითხებს.

🔷აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, ჯანდაცვისა, ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის, იურიდიულ საკითხთა კომისიის, ფრაქცია ,,ქართული ოცნების და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.

 

 

🔷 საკითხების წარმოდგენის შემდგომ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დეპუტატების შეკითხვებს კომისიის თავმჯდომარეებმა უპასუხეს.

 

🔷️ სხდომას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი - მანუჩარ რობაქიძე, მერი მოადგილე - მირზა ქოჩიაშვილი  და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



 

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2026 წლის 6 მაისის მორიგი  სხდომის

დღის წესრიგი:

  1. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბერის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის  წერილი № 28-282612459, 04.05.2026 წ.);

 

მომხს.: ზ.ჩხიკვაძე

 

  1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2026 წლის პროგრამული ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების შესახებ (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის  წერილი № 28-282611912, 29.04.2026 წ.);

 

მომხს.: ზ.ჩხიკვაძე

 

3.       თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ ( თანხმობა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერს, გამოაცხადოს ელექტრონული აუქციონი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, ქ.თერჯოლა, რუსთაველის ქ. №109-ში მდებარე მერიის შენობაში (ს.კ. 33.09.45.949) არსებული 40 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის სარგებლობის უფლებით, იჯარის (ქირა) ფორმით, 2(ორი) წლის ვადით გასხვისებაზე (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-2826124105, 04.05.2026 წ);

მომხს.ბ.ბუცხრიკიძე

4.     ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის № 23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

 

მომხს.: ბ.ბუცხრიკიძე

#