• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2026 წლის 1 აპრილს მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დაამტკიცა.

 

ხდომას საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძე უძღვებოდა.

 

🔷 სხდომაზე, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს და მხარი დაუჭირეს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის - ზურაბი ჩხიკვაძის, ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ბადრი ბუცხრიკიძის და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის - ნინო ოქრუაძის მიერ წარმოდგენილ საკითხებს.

 

🔷აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, ჯანდაცვისა, ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის, ფრაქცია ,,ქართული ოცნების და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.

 

 

🔷 საკითხების წარმოდგენის შემდგომ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დეპუტატების შეკითხვებს კომისიის თავმჯდომარეებმა უპასუხეს.

 

🔷️ სხდომას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი - მანუჩარ რობაქიძე, მერის პირველი მოადგილე - ზვიად ბაზაძე და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2026 წლის 1 აპრილის მორიგი  სხდომის

დღის წესრიგი:

 

 

  1. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბერის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის  წერილი № 28-282608967, 30.03.2026 წ.);

 

მომხს.: ზ.ჩხიკვაძე

 

2.       თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ  (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-282608976, 30.03.2026 წ).

 

მომხს.ბ.ბუცხრიკიძე

 

3.     თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის 2025 წლის ანგარიში (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი №28-28260444, 13.02.2026 წ.).

 

მომხს.: მ. ასათიანი

 

 

#