• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2026 წლის 14 იანვრის, მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დაამტკიცა.

 

საკრებულოს თავმჯდომარემ სოსო ჩაფიჩაძემ დეპუტატებს ახალი წელი მიულოცა და მათ უსურვა, რომ 2026 წელი იყოს წარმატებული, ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი მიღწევებით სავსე.

 

🔷 სხდომაზე, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს და მხარი დაუჭირეს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის - ზურაბი ჩხიკვაძის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ლაშა ლანჩავას, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ბიძინა ბუცხრიკიძის და ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ბადრი ბუცხრიკიძის  მიერ წარმოდგენილ საკითხებს.

 

🔷აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, ჯანდაცვისა, სოციალურ საკითხთა კომისიის, იურიდიულ საკითხთა კომისიის, ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის, ფრაქცია ,,ქართული ოცნებისდა ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.

 

🔷სხდომას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი - მანუჩარ რობაქიძე, მერის პირველი მოადგილე - ზვიად ბაზაძე და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2026   წლის  14 იანვრის მორიგი სხდომის

დღის წესრიგი:

 

  1. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბერის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის  წერილი № 28-282600958, 09.01.2025 წ.).

მომხს.: ზ.ჩხიკვაძე



  1. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისი №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.                                
                                                                                                                        
                                                                                                                       მომხს.: ბ.ბუცხრიკიძე


  2. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური მხარდაჭერის 2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი
    № 28-282600989, 09.01.2026 წ.);

მომხს.: ლ.ლანჩავა



  1. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების 2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-282600989, 09.01.2026 წ.);

 

მომხს.: ლ.ლანჩავა



  1. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ახალშობილთა ოჯახების ფინანსური მხარდაჭერის 2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-282600989, 09.01.2026 წ.);

 

მომხს.: ლ.ლანჩავა



  1. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უკიდურესად გაჭირვებული და მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახების საკვები პროდუქტებით მხარდაჭერის 2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-282600989, 09.01.2026 წ.);

მომხს.: ლ.ლანჩავა



  1. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირველი ჯგუფის უსინათლოთა სოციალური მხარდაჭერის 2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-282600989, 09.01.2026 წ.);

მომხს.: ლ.ლანჩავა



  1. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ბენეფიციარების სოციალური მხარდაჭერის 2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-282600989, 09.01.2026 წ.);

 

მომხს.: ლ.ლანჩავა



  1. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ეპილეფსიით ან პარკისონით დაავადებულ ბენეფიციართა სოციალური მხარდაჭერის 2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ  (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-282600989, 09.01.2026 წ.);

მომხს.: ლ.ლანჩავა



  1. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დიალიზის სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებული ბენეფიციარების სოციალური მხარდაჭერის 2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-282600989, 09.01.2026 წ.);

მომხს.: ლ.ლანჩავა



  1. უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებელი ბინის, ქირით უზრუნველყოფის 2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-282600989, 09.01.2026 წ.);

 

მომხს.: ლ.ლანჩავა

 

  1. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სახლდაზიანებული ოჯახების 2026 წლის დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-282600989, 09.01.2026 წ.);

 

მომხს.: ლ.ლანჩავა

 

  1. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წლამდე დიაბეტით დაავადებულთა ოჯახების ფინანსური მხარდაჭერის 2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-282600989, 09.01.2026 წ.);

 

მომხს.: ლ.ლანჩავა

 

  1. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სოციალური მხარდაჭერის 2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-282600989, 09.01.2026 წ.);

მომხს.: ლ.ლანჩავა

 

  1. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წლამდე შშმ პირთა სარეაბილიტაციო მომსახურების თანადაფინანსების 2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-282600989, 09.01.2026 წ.);

 

მომხს.: ლ.ლანჩავა

 

  1. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უპატრონო მიცვალებულის სარიტუალო მომსახურების 2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-282600989, 09.01.2026 წ.);

მომხს.: ლ.ლანჩავა

 

  1. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულთა ოჯახების ფინანსური მხარდაჭერის 2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-282600989, 09.01.2026 წ.);

მომხს.: ლ.ლანჩავა

 

  1. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ფენილკეტონურიით და ცელიაკიით დაავადებულთა ოჯახების ფინანსური მხარდაჭერის 2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-282600989, 09.01.2026 წ.);

 

მომხს.: ლ.ლანჩავა

 

  1. სადღესასაწაულო დღეების მხარდაჭერის 2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-282600989, 09.01.2026 წ.);

 

მომხს.: ლ.ლანჩავა

 

  1. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საჭიროების მქონე ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერისა და გაძლიერების 2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-2826009102, 09.01.2026 წ.);

 

მომხს.: ლ.ლანჩავა

 

  1. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის 2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-2826009102, 09.01.2026 წ.).

 

                                                                                                                        მომხს.: ლ.ლანჩავა

 

  1.  თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ (მიეცეს თანხმობა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერს, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის უფლებით, 2027 წლის 1 იანვრამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ - სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულ სააგენტოს გადასცეს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული შემდეგი ქონება: ქ. თერჯოლა, კოსტავას (ყოფილი გიორგაძის) ქ. N2 -ში განთავსებულ შენობაში არსებული ფართი 137,438 მ2 (7 ოთახი), წარმოდგენილი შიდა აზომვითი ნახაზის შესაბამისად.  (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-282601236,  12.01.2026  წ).

 

/მომხს.ბ.ბუცხრიკიძე/

 

 

 

#