2025 წლის 03
სექტემბერს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ბარათაშვილი ხელმძღვანელობდა.
🔷 სხდომაზე, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს და მხარი დაუჭირეს ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის
- ბადრი ბუცხრიკიძის მიერ წარმოდგენილ საკითხს. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
(უსასყიდლო აღნაგობის ფორმით, სარგებლობის უფლებით, 2026 წლის 31 დეკემბრის
ჩათვლით სსიპ - მუნიციპალური განვითარების
ფონდს გადაეცეს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონება -
ს.კ.33.09.39.190, შემდგომში მასზე სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის/
რეაბილიტაციისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელების მიზნით);(თერჯოლის
მუნიციპალიტეტის მერის N 28-28252448
წერილი, 01.09.2025 წ.)
🔷️ აღნიშნულ საკითხი საკრებულოს სხდომამდე, ეკონომიკის
და ქონების მართვის საკითხთა კომისიის, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-სა და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.
🔷️ სხდომას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - მირზა ქოჩიაშვილი
და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.