2025 წლის 06
აგვისტოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ბარათაშვილი ხელმძღვანელობდა.
🔷 სხდომაზე, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს და მხარი დაუჭირეს იურიდიულ
საკითხთა
კომისიის
თავმჯდომარის - ბიძინა ბუცხრიკიძე მიერ წარმოდგენილ საკითხს. თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდილაურის მე-9 ქუჩისათვის გივი სახელაშვილის სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ.
🔷️ აღნიშნულ საკითხზე საკრებულოს სხდომამდე, იურიდიულ
საკითხთა კომისიის, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-სა და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.
🔷️ სხდომას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი საკრებულოსა და დეპუტატის ბიუროში - სოსო ჩაფიჩაძე და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.