2025 წლის 2 ივლისს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ბარათაშვილი ხელმძღვანელობდა.
🔷 სხდომაზე, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს და მხარი დაუჭირეს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის - თემურ ქოჩიაშვილის, ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ბადრი ბუცხრიკიძის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - შალვა ჭანკვეტაძის და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ბიძინა ბუცხრიკიძე მიერ წარმოდგენილ საკითხებს.
🔷️ აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის, ჯანდაცვისა, სოციალურ საკითხთა კომისიის, იურიდიულ საკითხთა კომისიის, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-სა და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.
🔷️ საკითხების წარმოდგენის შემდგომ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დეპუტატების შეკითხვებს კომისიის თავმჯდომარეებმა უპასუხეს.
თერჯოლის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 2
ივნისის მორიგი სხდომის
დღის წესრიგი:
1. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 4 დეკემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების
შეტანის შესახებ; (თერჯოლის
მუნიციპალიტეტის მერის N28-28251822 წერილი, 01.07.2025 წ)
/მომხს.თ.ქოჩიაშვილი/
2. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახების
ერთჯერადი ფინანსური მხარდაჭერის 2025 წლის პროგრამის დამტკიცების
შესახებ’’ თერჯოლის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს 2024 წლის 15 იანვრის N
29.29250159 განკარგულებაში ცვლილების
შეტანის თაობაზე;(თერჯოლის
მუნიციპალიტეტის მერის N28-28251828 წერილი,
01.07.2025 წ)
/მომხს.შ.ჭანკვეტაძე/
3. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ (უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის უფლებით, 2 (ორი) წლის ვადით
ა(ა)იპ ,,საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს“ გადაეცეს მუნიციპალიტეტის
ბალანსზე რიცხული შემდეგი ქონება: ა) ს/კ 33.15.33.084 - სოფელი ჩხარი - 1199 მ2 არასაცხოვრებელი ფართი; ბ) ს/კ 33.10.37.544.01.501 - სოფელი ღვანკითი - 37 მ2 არასაცხოვრებელი ფართი;
(თერჯოლის მუნიციპალიტეტის
მერის N28-282518162 წერილი, 30.06.2025 წ);
/მომხს.ბ.ბუცხრიკიძე/
4. თერჯოლის მუნიციპალიტეტის
მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ ( ქ. თერჯოლაში, ოთხი ძმის ქ. N13 -ში მდებარე
2932 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 1188.13 კვ.მ. შენობა-ნაგებობა
(ს.კ.33.09.39.206 - საბავშვო ბაღი), მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უსასყიდლო
უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის უფლებით, არსებობის ვადით გადაეცეს ა(ა)იპ
თერჯოლის სკოლანდელი აღზრდის მუნიციპალურ ცენტრს; (თერჯოლის მუნიციპალიტეტის
მერის N28-282518126 წერილი, 30.06.2025 წ);
/მომხს.ბ.ბუცხრიკიძე/
5. „საქართველოს რეგიონებში
განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების მოწონებისა
და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მიერ 2021-2025 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული
პროექტების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიცპალიტეტის საკრებულოს
2024 წლის 14 ივნისის N გ-29. 2924166001 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-28251823 წერილი,
01.07.2025 წ);
/მომხს.ბ.ბუცხრიკიძე/
6. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე
მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 მაისის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხს:
ბ.ბუცხრიკიძე/
7. თერჯოლის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ” თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 7 დეკემბრის N 22 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.
/მომხს:
ბ.ბუცხრიკიძე/
8. „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის
დამტკიცების შესახებ’’ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის
№7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
/მომხს:
ბ.ბუცხრიკიძე/
🔷️ სხდომას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი - მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილე - მირზა ქოჩიაშვილი, მერის წარმომადგენელი საკრებულოსა და დეპუტატის ბიუროში - სოსო ჩაფიჩაძე და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.