• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა

   2025 წლის 7 მაისს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე - დავით გოგბერაშვილი ხელმძღვანელობდა.

 

სხდომაზე, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს და მხარი დაუჭირეს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის - თემურ ქოჩიაშვილის, ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ბადრი ბუცხრიკიძის, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ბიძინა ბუცხრიკიძისა და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - შალვა ჭანკვეტაძის მიერ წარმოდგენილ საკითხებს.

 

აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის, იურიდიულ საკითხთა კომისიის, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო-სა და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.

 

საკითხების წარმოდგენის შემდგომ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დეპუტატების შეკითხვებს კომისიის თავმჯდომარეებმა უპასუხეს.

 

სხდომას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

 

                თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2025   წლის  06 მაისი  მორიგი  სხდომის

 

დღის წესრიგი:

 

1. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2025  წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 4 დეკემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ; (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-282512183 წერილი, 01.05.2025 წ)

/მომხს.თ.ქოჩიაშვილი/

 

 

2. თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2025 წლის პროგრამული ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების შესახებ (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-282511372 წერილი, 23.04.2025 წ);

/მომხს.თ.ქოჩიაშვილი/

 

 

3. თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის შესახებ ინფორმაცია;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-282512182 წერილი, 01.05.2025 წ);

/მომხს.თ.ქოჩიაშვილი/

 

 

4. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური მხარდაჭერის 2025 წლის  პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 15 იანვრის  N 29.29250159  განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

/მომხს.შ.ჭანკვეტაძე/

 

 

 

5. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების 2025 წლის  პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 15 იანვრის  N 29.29250158 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

/მომხს.შ.ჭანკვეტაძე/

 

 

 

6. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საჭიროების მქონე ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერისა და გაძლიერების 2025 წლის  პროგრამის დამტკიცების შესახებ ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025   წლის  15 იანვრის  N- 29. 292501511     განკარგულებაში  ცვლილების შეტანის შესახებ ;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-282512244 წერილი, 02.05.2025 წ);

/მომხს.შ.ჭანკვეტაძე/

 

 

 

7. თერჯოლის მუნიციპალიტეტის  მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ (ქ. თერჯოლაში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობა (ს.კ.33.09.36.202) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის უფლებით, არსებობის ვადით გადასცეს ა(ა)იპ თერჯოლის სახელოვნებო განათლების, კულტურისა და ტურიზმის მუნიციპალურ ცენტრს (ს/კ231949381). ;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-282512237 წერილი, 02.05.2025 წ);

 

/მომხს.ბ.ბუცხრიკიძე/

 

 

 

8. თერჯოლის მუნიციპალიტეტის  იმ ადმინისტრაციული ერთეულების  ნუსხის განსაზღვრის შესახებ,  სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა ; (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-282512596  წერილი, 05.05.2025 წ);

/მომხს.ბ.ბუცხრიკიძე/

 

 

9. თერჯოლის  მუნიციპალიტეტში  სკოლამდელი  აღზრდისა  და  განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ; (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-282512538  წერილი, 05.05.2025 წ);

/მომხს.ბ.ბუცხრიკიძე/

 

 

10. თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის საჯარო სკოლისათვის  აკადემიკოს ალექსანდრე წულუკიძის სახელის მინიჭების  თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ;

 

/მომხს.ბ.ბუცხრიკიძე/

 

 

 

#